ჩრდილოეთ კორეამ სამი მოკლე მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას BBC შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადებით, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის პროვინცია განგვონიდან გაუშვეს და მათ დაახლოებით 250 კილომეტრი იფრინეს.
აშშ-ის სამხედრო ძალების თქმით, ბოლო სარაკეტო გამოცდები არ ყოფილა შეერთებული შტატების ან გუამისთვის საფრთხის შემცველი.
გასულ თვეს კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის პირველად გამოცდის შემდეგ ფხენიანი რაკეტების აშშ-ის წყნარი ოკეანის ტერიტორიის, კუნძულ გუამის მიმართულებით გაშვებით იმუქრებოდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული გეგმა გადადო.
ამჟამად ამერიკის და სამხრეთ კორეის ათიათასობით ჯარისკაცი ერთობლივ წვრთნებს ახორციელებს, რაც ფხენიანის გაღიზიანებას იწვევს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი რაკეტა შაბათს, ადგილობრივი დროით დილის 06:49 საათზე გაუშვეს.
ამერიკული მხარის განცხადებით, სამი რაკეტა იქნა გაშვებული.
პირველმა და მესამე რაკეტამ... ფრენისას მარცხი განიცადა. მეორე რაკეტა... გაშვებიდან თითქმის დაუყოვნებლივ აფეთქდა“, განაცხადა აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურმა დეივ ბენჰამმა და დაამატა, რომ რაკეტების გაშვებები 30 წუთის ინტერვალში განხორციელდა.
„სამხედრო ძალები მკაცრ დაკვირვებას ახდენენ ჩრდილოეთ კორეის მიმართ, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი პროვოკაციები“, განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.