შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მუშაობას ცოცხალი ძალა და ტექნიკა განაგრძობს.
მისი თქმით, ადგილზე რჩება ავიაციაც, თუმცა, ვითარების გაუმჯობესების გამო, ვერტმფრენები იგივე დატვირთვით აღარ იმუშავებენ.
„ჩვენ მაინც 24-საათიან რეჟიმში სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ყველა სამსახური, რომელიც აქ ვიმყოფებით, კოორდინაციაში განვაგრძნობთ მუშაობას. ადგილზე რჩება ასევე ავიაცია. ამის მიუხედავად, ჩვენ დღეს ავიაციას იმ დოზით აღარ გამოვიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ, რადგან დღეს ძირითადად ხმელეთზეა სამუშაო ცოცხალი ძალის და ტექნიკის" განაცხადა მღებრიშვილმა.
მინისტრმა პრემიერ მინისტრს ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული ადამიანების გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ბოლო წუთამდე მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების და ყველა იმ ადამიანის გვერდით იდგა, ვინც აქტიურად იყო ჩართული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში", განაცხადა შს მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.