საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა
26-08-2017, 01:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერაციაში ვიზიტისას საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ევროპულ საკითხებში ლუსია პუტრიხთან გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭირო ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

 

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.

 

 

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჰესენის მიწაზე საქართველოს შემდგომი პოპულარიზაციისა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომში აქტიურად ითანამშრომლონ და მიმართონ ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით.

 

 

მათ შორის, საქართველოს ვიცე პრემიერმა და ჰესენის სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტულობაზე, ასევე ჰესენის მიწის ბიზნესწრეების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესების მნიშვნელობაზე.

 

 

მხარეების მიერ აღინიშნა, რომ გერმანული ეკონომიკა საკმაოდ კარგად არის საქართველოში წარმოდგენილი.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის სახელმწიფო მინისტრს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

 

 

შეხვედრაზე ლუსია პუტრიხმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია.

 

 

„ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. განვიხილეთ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები და უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ევროკავშირის პროგრამების შესახებ, რომლებიც საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს და აღვნიშნეთ, თუ რამხელა ძალისხმევა არის საჭირო იმისთვის, რომ მოახდინო ასოცირების ხელშეკრულების სრული იმპლემენტაცია და კიდევ უფრო და უფრო დაუახლოვდე ევროკავშირს", განაცხადა ლუსია პუტრიხმა.

 

 

ვიცე პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-გერმანიის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. მხარეები მიესალმნენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს ორი ქვეყნის ისტორიულ კულტურულ კავშირებს. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი