გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორბერტ კარტმანთან გამართა.
სგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის წარმატებულ განვითარებაზე.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებს და გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ამ კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე.
მინისტრის შეფასებით საქართველოში არსებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სზვა წამყვან ეკონომიკებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, საშუალებას აძლევს ქვეყანას იყოს დამაკავშირებელი ხიდი ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის გამორჩეული საინვესტიციო კლიმატით.
საქართველოს ვიცე პრემიერმა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების, ენეგრეტიკის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ მიმართულებებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
განსაკუთრებით გაზი გაესვა საქართველოს პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას ჰესენის მიწაზე.
ამ კუთხით ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიას შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობის მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გერმანიიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობას და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნირობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის სახელმწიფო მინისტრს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.