სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზემო ნოღაში გზის მოხრეშვითი სამუშაოები დაათვალიერა.
სამტრედიის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.
„მოხრეშვითი სამუშაოები ნოღის თემიდან დაიწყო და მთელ გაღმა ზონას მოიცავს. საჯავახოს, გორმაღლისა და ტოლების თემისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 115 ათასი ლარი დაიხარჯება", აღნიშნულია სამტრედიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.