შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ეწვია.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ელიზაბეტ რუდმა აღფრთოვანება გამოხატა ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების პროფესიონალური მუშაობის გამო.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით, რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი”, აღნიშნა მან.
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ის სახელით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს, მხარდაჭერის სახით, 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.