ნინო ბურჯანაძე: რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება
22-04-2015, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დღეს რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.


მისი თქმით, დღეს ქვეყანაშია რეალობა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირები ლაპარაკობენ და კამათობენ ყველაფერზე გარდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებისა, პოლიტიკისა, ეკონომიკისა.


ბურჯანაძის განცხადებით, დღეს მთავარ თემად იქცა, ვინ რომელ შენობაში უნდა იმუშაოს და ვინ როგორ უნდა მოიწყოს საკუთარი კომფორტი.


"იმ სრულიად გაუგებარ ვითარებაში, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო აღმოჩნდა, მარგველაშვილმა გამოიჩინა ნამდვილად დიდი პრინციპულობა, როდესაც გადაწყვიტა არ გაუწიოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანაგუნდელების მოთხოვნას, თუმცა კარგი იქნებოდა მარგველაშვილს არა მარტო ამ საკითხში გამოეჩინა პრინციპულობა, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებშიც, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება. რაც შეეხება ივანიშვილს, ნორმალურ ქვეყანაში გაუგებარი იქნებოდა, რატომ ანიჭებენ ასეთ დიდ მნიშვნელობას მის პოზიციას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ეს დაპირისპირება და გაუგებრობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს და ქვეყნის ინტერესებს აზარალებს, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.


"მან პირდაპირ უყიდა საპრეზიდენტო სავარძელი გიორგი მარგველაშვილს, ხოლო დღეს რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება, რაც არა მარტო მას, არამედ მთელ ქვეყანას აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. სამწუხაროა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სცალია ამ თემებისთვის და ვერ ხედავს იმ უზარმაზარ გამოწვევებს, რაც ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე დგას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი