სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა.
როგორც მან ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამომძიებლებისგან შეიტყო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა მიმდინარეობდა.
„მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა. არაფერი საინტერესო არ იქნა აღმოჩენილი და ეს შემატყობინეს იმიტომ, რომ საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამ შეტყობინების გაკეთებას.... გამოძიება მიმდინარეობს, რას დაადგენს და როგორ დაადგენს გამოძიება, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის მესამე პრეზიდენტი, სააკაშვილი და ის საქმეები, რომელიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის ეკონომიკური ხასიათის და მათ საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადაცია არის შეუძლებელი, არ არის გამორიცხული, რომ მას წარუდგინონ ბრალი ისეთი ტიპის საქმისთვის ანუ მძიმე ბრალდებისთვის, რომელიც მისცემს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია მოახდინოს", განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქმე, რომელთან დაკავშირებითაც იგი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება.
სუს-ში 17:00 საათზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც არის დაბარებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.