სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 2800 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა და ღრუბლების გასანეიტრალებლად სულ 95 რაკეტა გაისროლეს.
ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს „დელტადან“ აცნობეს.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 26 აგვისტოს საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 60 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.
00:30 საათიდან დღის 11:30 საათამდე ღრუბლის მასები 95 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა“, აცხადებენ „დელტაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.