საქართველოს პრემიერ მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბის გახსნას დაესწრო და მას მომავალ არჩევნებში გამარჯვება უსურვა, ამასთან გამოთქვა იმედი, რომ კალაძე „აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს“.
მან თქვა, რომ დღეიდან კალაძე საარჩევნო კამპანიას იწყებს, გაიხსნა შტაბი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისვლა და საკუთარი იდეების წარდგენა.
„კახი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია გამორჩეული ლიდერის თვისებები. მისი გახსნილობა არის ყველაზე მთავარი დამახასიათებელი თვისება. ის არის სიახლეზე ორიენტირებული ადამიანი. მას თანამედროვე მიდგომები გააჩნია და მან თავი დაიმკვიდრა პოლიტიკოსად, რომლისთვისაც მთავარი არის ზნეობა და წესიერება, ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კახი სუფთა ხელებით, აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თბილისისთვის ახალი გადაშლილი ფურცელი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ მინისტრის თქმით, იგი არის ორგანიზებული ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს ამ მოვალეობას.
გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის მხარდამჭერებს და თბილისელებს შტაბის გახსნა მიულოცა: „დარწმუნებული ვარ თბილისისთვის ეს იქნება ძალიან ბევრი სიახლის მომტანი. თბილისი ნამდვილად დაიმკვიდრებს თავს, როგორც ერთის მხრივ უძველესი ტრადიციების მქონე, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი სიახლის, სიცოცხლით სავსე ქალაქი“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. მერობის კანდიდატი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.