ქარიშხალმა ტეხასის შტატში აეროპორტი ნანგრევებად აქცია - პრეზიდენტმა ტრამპმა სტიქიის გამო კაბინეტის წევრებთან ტელეკონფერენცია გამართა
26-08-2017, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქარიშხალმა ტეხასის შტატში, როკპორტის აეროპორტი ნანგრევებად აქცია და გარკვეული დროის განმავლობაში აღნიშნულ აეროპორტს მუშაობა ექნება შეწყვეტილი, რადგან როგორც BBC იუწყება, ის მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა კაბინეტის წევრებთან ტელეკონფერენცია გამართა იმის განსახილველად, თუ როგორ უპასუხონ შტორმს.

 

 

 


თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, „პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა მის მოლოდინებს, რომ ყველა დეპარტამენტი და სააგენტო რჩება სრულად ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარს უჭერს მის ნომერ პრიორიტეტს - მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენას“.

 


მან მადლობა გადაუხადა „ბევრ მოხალისეს და ორგანიზაციას, რომლებიც თავიანთი ამერიკელი თანამემამულეების დახმარებისთვის ძალისხმევას და დროს არ იშურებენ“.

 

 

 

 

მძლავრი ქარიშხლის შედეგად ტეხასის შტატში დიდ წყალდიდობას მოელიან. ვარაუდობენ, რომ წყლის დონე 1 მეტრს მიაღწევს. შტატის დიდ ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

 

 

ტეხასის შტატზე 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი შტორმის თავზე დატყდომის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ქარიშხალი, რომელსაც თავსხმა წვიმა მოჰყვება, ახლა შტატს კატასტროფული წყალდიდობით ემუქრება. ინფორმაციას „როიტერსი“ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „ჰარვი“ თავს შეერთებული შტატების ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გულს, ტეხასს პარასკევს გვიან დაატყდა თავს, ქარის სიჩქარე საათში 209 კმ-ს აღწევს, რის გამოც მას 1961 წლის შემდეგ ყველაზე მძლავრი ქარიშხლის კატეგორია მიენიჭა.

 

 

ქარიშხალმა შენობებს სახურავები ახადა, ჩაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, და ტორნადოები და წყალდიდობები წარმოშვა. იგი შესუსტდა და მას ახლა ტროპიკული შტორმის კატეგორია მიენიჭა, მაგრამ მოელიან, რომ ის ტეხასს რამდენიმე დღე შეუქმნის სერიოზულ პრობლემას და შტატს 102 სანტიმეტრ წვიმას მოუტანს. მოსახლოების დაახლოებით მეოთხედ მილიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

 

„როიტერსის“ ცნობით, ერთი ადამიანი ქალაქ როკპორტში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი