ახალი სამთავრობო პროექტის- ”ძლიერი რეგიონი- ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.
მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ნუგზარ ყიფიანთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და დაგეგმეს რეგიონის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი საბიუჯეტო სახსრების ათვისების საკითხით დაინტერესდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.