ტეხასის შტატზე 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი შტორმის თავზე დატყდომის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ქარიშხალი, რომელსაც თავსხმა წვიმა მოჰყვება, ახლა შტატს კატასტროფული წყალდიდობით ემუქრება.

ინფორმაციას „როიტერსი“ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტიქიამ მეორე ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „ჰარვი“ თავს შეერთებული შტატების ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გულს, ტეხასს პარასკევს გვიან დაატყდა თავს, ქარის სიჩქარე საათში 209 კმ-ს აღწევს, რის გამოც მას 1961 წლის შემდეგ ყველაზე მძლავრი ქარიშხლის კატეგორია მიენიჭა.

ქარიშხალმა შენობებს სახურავები ახადა, ჩაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, და ტორნადოები და წყალდიდობები წარმოშვა. იგი შესუსტდა და მას ახლა ტროპიკული შტორმის კატეგორია მიენიჭა, მაგრამ მოელიან, რომ ის ტეხასს რამდენიმე დღე შეუქმნის სერიოზულ პრობლემას და შტატს 102 სანტიმეტრ წვიმას მოუტანს. მოსახლოების დაახლოებით მეოთხედ მილიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„როიტერსის“ ცნობით, ერთი ადამიანი ქალაქ როკპორტში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.
მეორე ადამიანი, ქალბატონი, წყლის მაღალ დონეში მოქცეული ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. იგი მისმა მეზობლებმა თავისი ავტომანქანიდან დაახლოებით 27 მეტრის მანძილზე იპოვეს და იგი გარდაცვლილად გამოცხადდა ექიმის მიერ, რომელიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა.

ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქიდან, ჰიუსტონიდან, 4,500 პატიმრის სხვა ციხეში, აღმოსავლეთ ტეხასში ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგანაც მის ახლომდებარედ მდინარე ბრაზოსის კალაპოტში წყლის დონე მნიშვნელოვნად მატულობს. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.
ქარიშხალმა ტეხასის შტატში, ქალაქ როკპორტის აეროპორტი ნანგრევებად აქცია და გარკვეული დროის განმავლობაში აღნიშნულ აეროპორტს მუშაობა ექნება შეწყვეტილი, რადგან როგორც BBC იუწყება, ის მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

პრეზიდენტმა ტრამპმა კაბინეტის წევრებთან ტელეკონფერენცია გამართა იმის განსახილველად, თუ როგორ უპასუხონ შტორმს.

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, „პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა მის მოლოდინებს, რომ ყველა დეპარტამენტი და სააგენტო რჩება სრულად ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარს უჭერს მის ნომერ პრიორიტეტს - მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენას“.
მან მადლობა გადაუხადა „ბევრ მოხალისეს და ორგანიზაციას, რომლებიც თავიანთი ამერიკელი თანამემამულეების დახმარებისთვის ძალისხმევას და დროს არ იშურებენ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.