ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა - ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
27-08-2017, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთი ქართული ვერტმფრენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩამოვარდა.

 


სამართალდამცველების თქმით, ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი და ერთი მაშველი იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებელია დიაგნოსტიკური გამოკვლევები, რომ შინაგან ორგანოებზე რაიმე დაზიანებები გამოირიცხოს. 

 


ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

 


ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფება.

 

 

ადგილზე ტექნიკა მუშაობს იმისათვის, რომ დაგუბებულ წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ამოიყვანონ. 

 

 

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი