ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის, „მი-8“-ის „ავარიული დაჯდომის“ განხორციელების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
გიორგი მღებრიშვილმა განმარტა თუ როგორ და რის გამო განახორციელა ავარიული დაშვება ვერტმფრენმა წყალზე და აღნიშნა, რომ მფრინავები არ დაიბნენ, რითაც თავიდან იქნა აცილებული „დიდი უბედურება“.

„ხელოვნურად შექმნილი ავზიდან წყლის აღების დროს, ჩვენმა ვერტმფრენმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს „მი-8“-მ განახორციელა ავარიული დაჯდომა წყალზე. იმდენად რამდენადაც ვერტმფრენს უკვე კალათა სავსე ჰქონდა წყლით, მან ვერ მოახერხა ხმელეთზე გადასვლა და პილოტები იძულებულები გახდნენ, რომ წყალზე დაესვათ აპარატი, რის შემდგომ ვერტმფრენმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და გადაბრუნდა გვერდზე.
„საგანგაშო მე ვფიქრობ არაფერია, იმდენად რამდენადაც თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება. ჩვენი მფინავები, სამივე მფრინავი არის ჯანმრთელი, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და დაამატა, რომ „ეს ის ბორტია, რომელმაც 600-ამდე შემოფრენა გააკეთა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, 600-ჯერ დაასხა წყალი სხვადასხვა კერას, 1,300 ტონა წყალი გამოიყენა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები გმირები არიან და მათ დღეს კიდევ დაამტკიცეს თავიანთი გმირობა იმით, რომ არ დაიბნენ და კიდევე ერთხელ ვიმეორებ, დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან“.
მღებრიშვილმა თქვა, რომ ყველა ვერტმფრენს და მათ შორის დღევანდელი ინციდენტის მონაწილე ვერტმფრენსაც, მიუხედავად ფორსმაჟორული მდგომარეობისა, ტექნიკური დათვალიერება რეგლამენტით განსაზღვრულ პერიოდში უტარდებოდა და აღნიშნულმა ბორტმა ბოლო ასეთი შემოწმება 2 დღის წინ, თბილისში გაიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.