საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ბრძანებულების მიხედვით, უფლებამოსილება შეუწყდათ როგორც მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ამაშუკელს, ისე სხვა მოადგილეებს.
"შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შალვლიაშვილმა გუშინ პრემიერს გადადგომის თხოვნით მიმართა, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავლიაშვილის შემცვლელად ნოდარ ჯავახიშვილი დაასახელა.
კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მოადგილეები ავტომატურად ტოვებენ თანამდებობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.