ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის, „მი-8“-ის ავარიული დაჯდომის განხორციელების შემდეგ ეკიპაჟის წევრები და მაშველი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, რომელმაც დაშავებული ეკიპაჟის წევრები და მაშველი ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოინახულა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულთა მდგომარეობა მსუბუქია, და მათ კლინიკიდან სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გამოწერენ.
„არც ერთ მათგანს არათუ მძიმე, არამედ საშუალო ხარისხის დაზიანება არ აღენიშნებათ, ისინი აბსოლუტურად კონტაქტურები არიან, სასიცოცხცლო ფუნქციები შენარჩუნებულია და პირველი რიგის კვლევები უკვე ჩატარდა. დაზიანებები არ აღენიშნებათ. მეორე რიგის კვლევების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გვეცოდინება შედეგები. წინასწარი შეფასებით, მდგომარეობა მსუბუქია და სავარაუდოდ, რამდენიმესაათიანი მეთვალყურეობის შემდეგ მათ შეეძლებათ დატოვონ სამედიცინო დაწესებულება“, განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.