„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ მის ლიდერზე, შალვა ნათელაშვილზე სოციალური ქსელებით ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი ან აღკვეთს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე დევნის კამპანიას ან ქართველი ხალხი თვითონ მოუღებს ბოლოს მათ თარეშს“.
„ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი კარგად გრძნობს რომ მათი პოლიტიკური მესაფლავე ლეიბორისტული პარტია იქნება და ასევე, კარგად აცნობირებენ რომ მოახლოებულ არჩევნებში სწორედ ლეიბორისტებისგან მიიღებენ გადამწყვეტ დარტყმას. სწორედ ამიტომ გამოიყენა პოლიცია და სპეცრაზმი ხელისუფლებამ სემეკის შენობაში ლეიბორისტთა მშვიდობიანი საპროტესტო მჯდომარე აქციის აღსაკვეთად, უფრო მეტიც, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, მათი თანამშრომლები, ინტერნეტით 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ პარტიისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ მასობრივ ფსიქოლოგიურ შეტევებს, ცილისწამების აღვირახსნილ კამპანიას, მუქარისა და შანტაჟის გამოყენებას. დღეს კი უშიშროების აგენტმა ვინმე მინდია ავთანდილის ძე ზვიადაურმა სოციალური ქსელებით პირდაპირ განაცხადა პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილზე ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი ან აღკვეთს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე დევნის ამ კამპანიას ან ქართველი ხალხი თვითონ მოუღებს ბოლოს მათ თარეშს“, ნათქვამია „ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.