შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს, 100%-იანი დაფინანსება 1,009 სტუდენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება - 1,457-მა, 50%-იანი დაფინანსება - 4,081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4,051 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 1,047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
„დაახლოებით, 39,000-ამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა კონკურსში. დღეს, 13:00 საათზე გამოქვეყნდა ჩარიცხვის შედეგები. რა თქმა უნდა გამოქვეყნდა საგრანტო კონკურსის შედეგებიც. ყველა სტუდენტს ვულოცავ ამ წარმატებას. 39,000 აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით, თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ფაქტობრივად, ანალოგიურია მდგომარეობა, თუმცა, თუ კიდევ უფრო წინა წლებს შევადარებთ, გაზრდილია სტუდენტების რაოდენობა, რაც ნამდვილად კარგია. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება ან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან, აქაც ძალიან კარგი ვითარებაა. ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 2017 წელს 4051- სტუდენტი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის და სრულად დაფინანსდება.
რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, დაახლოებით 6,000 ან 6,000-ზე მეტია სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა. 1,000-ზე ოდნავ მეტია იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სრულად ფინანსდებიან“, განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.