თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის პატიმრობის თხოვნის შუამდგომლობა გაითვალისწინა და თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს და მასთან ერთად დაკავებულ ანა მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატმა სასამართლოს ნეფარიძის შემთხვევაში 5,000 ლარის გირაოს შუამდგომლობით მიმართა, ანა მენთეშაშვილის შემთხვევაში კი შუამდგომლობა დააყენა, რომ პატიმრობაში არ დაეტოვებინა.
წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ზურაბ ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებამ ზურაბ ნეფარიძის შვილიც დაკითხა, რომელიც ამბობს, რომ მამამისის მხრიდან ქრთამის აღების შესახებ ინფორმირებული იყო.
„იგი უთითებს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მამაისის მხრიდან დაფიქსირდა დალი მამულაშვილზე ყოველთვიურად 400 ლარის გამორთმევის ფაქტი. ასევე, ის მიუთითებს, რომ თანამშრომელი ფიქტიურად იყო გაფორმებული, რომელზე საკრებულოდან დარიცხული ხელფასი კი თავად ზურაბ ნეფარიძეს ხმარდებოდა“, განაცხადა პროკურორმა, ბექა ეჟაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.