შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, გვიან ღამით, თათბირი გამართა. თათბირს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს და დღის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს. თათბირის მონაწილეებმა მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.