პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლის საკითხის გააქტიურება გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდეს.
საყვარელიძემ ეს, გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
,,რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ ათონელზე მდებარე შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და საპრივატიზაციო სიის ნუსხაში აღმოჩნდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობას პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გადასვლა მაინცდამაინც აკვიატებული არ ჰქონდა. როგორც ჩანს, მერე აღმოაჩინეს, რომ შენობის დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი პრივატიზება ვერ მოხდებოდა. ამდენად, არა მგონია, რომ დღეს ამ თემისადმი მიბრუნება პრეზიდენტის დისკრედიტაციის საკითხს უკავშირდებოდეს“,- მიიჩნევს საყვარელიძე.
ამასთან, პოლიტოლოგის მოსაზრებით, ათონელის რეზიდენციაში გადასვლა გიორგი მარგველაშვილისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნება.
,,პოლიტიკური დაძაბულობის შესუსტებისთვის, ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ არაფერი ვთქვათ დიდ ხარჯებზე, მარგველაშვილისთვის მომგებიანი იქნება. ეს იქნება მარგველაშვილისთვის კაცური უკანდახევა და არა ბიჭური ჭიდაობა. ეს ნაბიჯი მას დიდ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს. ვინც არ უნდა წავიდეს დათმობაზე, ეს იქნება აღქმული არა მის დამარცხებად, არამედ გამარჯვებად. ეს იქნება ხაზგასმა, რომ ეს საკითხი მისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
საყვარელიძის შეფასებითვე, ,,ეს პოლიტიკური მოტივი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არათუ ათონელზე, არამედ ქოხში წასვლა და იქ დაჯდომაც კი ღირს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.