ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულადან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს
28-08-2017, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულადან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს.

 


ვერტმფრენს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ.

 

 

სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8“ - ს ავარიული დაშვების ადგილზე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, წყლის დონის დასაწევად სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

 

შსს-ს ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა.

 

 

ვერტმფრენმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, ავარიული დაჯდომა გუშინ განახორციელა.

 

 

შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ისინი თავდაპირველად ბორჯომის საავადმყოფოში, შემდეგ კი, თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, მათ კლინიკა გუშინვე დატოვეს.

 

 

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი