შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული არც ერთი ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა.
„გაუმართავი არც ერთი ვერტმფრენი არ ყოფილა. ერთ ვერტმფრენს ჩაუტარდა რეგლამენტი და ისიც შეუერთდა სამუშაოებს, თუმცა ვერტმფრენი, რომელმაც გუშინ განახორციელა ავარიული დაშვება, არ ყოფილა ის ვერტმფრენი, რომელსაც რეგლამენტი ჩაუტარდა. აღნიშნული ვერტმფრენი პირველივე დღიდან მუშაობდა სტიქიის ზონაში”, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
როგორც მინისტრმა, ჟურნალისტებთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ხელოვნური წყალსაცავიდან ამოყვანის შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საათში საფრენი აპარატის თბილისში გადატანა მოხდება, სადაც მომხდარის დასადგენად, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.
„გამოძიების ფარგლებში დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა და ექსპერტიზის პასუხიდან ყველაფერი გაირკვევა. ვერსიაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ და არ გავასწრებ გამოძიების შედეგებს”, აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
ვერტმფრენი „მი-8" მდინარე გუჯარულადან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. საფრენი აპარატის წყლიდან ამოტანის სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.