თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი დიალოგის გასაგრძელებად, ისევ მზადაა, თუმცა, მისივე განცხადებით, ყველაფერი ოპოზციაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას, გამოვთქვით დიალოგის განახლების სურვილი - ეს იყო ჩვენი ნება და ჩვენი პოზიცია. სამწუხაროდ, ამაზე მივიღეთ გაუგებარი პასუხი. ჩვენ ვითხოვდით ძალიან მარტივ კითხვაზე პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა, ბუნებრივია, დიალოგის გაგრძელებას, თუმცა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ პასუხი არ იყო შესაბამისი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული რა თქმა უნდა ოპოზიციაზე", აცხადებს კობახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობა „იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს", ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.