შს მინისტრის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიუვალ, კლდოვან ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთვება
28-08-2017, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიუვალ, კლდოვან ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დილიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, განუცხადა ჟურნალისტებს ხანძრის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

 


„ხანძრის კერა დიდ ფართობზე არ არის გავრცელებული. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის, უბრალოდ, ადგილი არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი, ტექნიკას უჭირს მიახლოება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დილის 7 საათიდან უკვე, როგორც კი გათენდება, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩაერთვება ავიაციაც, ვერტმფრენი იქნება ადგილზე, ასევე გამოძახებული გვყავს ჩვენ ცოცხალი ძალა, დაახლოებით 200 კაცის შემადგენლობით... ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს“, განაცხადა მღებრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი