რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ პირველი, რაც მან მინისტრის პოსტზე ყოფნისას უნდა გააკეთოს, ტენდერების შესახებ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას უნდა უპასუხოს.
მინისტრს მიაჩნია, რომ როდესაც გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, ეს ნორმალური არ არის. “ვალდებულად ვთვლი თავს, რომ საზოგადოების ყველა კითხვის ნიშანი მოვხსნათ. მათ შორის უპირველესი, რაც ყველაზე ხშირად ისმის არის ის, რომ მაგალითად, შარშან 126 ტენდერი გამოცხადდა, სადაც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. აბსოლუტურად ვეთანხმები საზოგადოების ამ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ტენდერი აღარ არის ტენდერი, თუ იქ ერთი მონაწილეა, თუმცა ამის გამოც საქმე ვერ გავაკეთოთ, ესეც რთულია. მე მომიწია ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი-ოთხი ტენდერის ჩაშლა”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.