3 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება.
„სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.