„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, „არაფორმალური მმართველობის პირობებში, ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, რუსეთთან კომუნიკაციაც იყო სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ".
„ვალდებულები ვართ, მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი დავსვათ. საქართველო, რომელიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყანა, გაუგებარია, რატომ მიმართა რუსეთის მხარეს საქართველოს ხელისუფლებამ, მანამ სანამ ამოიწურა ყველა სხვა შესაძლებლობა, საერთოდ სცადა, თუ არა სხვა შესაძლებლობების გამოყენება. ბევრი შეკითხვა გვაქვს და აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდნენ,“ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.