სოფიო ქაცარავა ბორჯომის ხანძრის დროს, რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხზე, მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს
29-08-2017, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნის თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა საჭირო არ არის.

 

 

„ბორჯომის ხეობაში კონკრეტული ვითარების დროს, საქართველოს მხარემ დახმარებისთვის ყველას მიმართა, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ფორმატები. ეს არის ევროკავშირი, ნატო და გაერო. ასევე საქართველოს მხარემ მიმართა მეზობელ სახელმწიფოებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამასთან დაკავშირებით საუბარი შედგა. აბაშიძე-კარასინის ფორმატი რასაც ითვალისწინებს, იმ ფარგლებში შედგა საუბარი. იცით, რომ ზურაბ აბაშიძემ ამაზე გააკეთა დეტალური განმარტება. ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი უნდა დავიბაროთ, რადგან ამ საკითხზე განცხადებები საგრეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა", განაცხადა სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, პარლამენტში მთავრობის წევრებს და მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს „ნაციონალური მოძრაობა" იბარებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი