„რუსეთისადმი დახმარების თხოვნით მიმართვა გარკვეულ ტკივილებს შეიცავს", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბორჯომის ხანძრის დროს, რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხზე გააკეთა.
მისი თქმით, „10 წლის წინ რუსეთმა ეს ტერიტორია დაბომბა, ამიტომ, საზოგადოებისთვის ძნელია მიღება, რომ დამხმარე და ქველმოქმედი რუსეთი მოდის და გიქრობს ცეცხლს".
„ხანძრის დროს გამოვლინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის არც საერთაშორისო კონტექსტი, არ ესმის მოსახლეობის ტკივილები ამ თემასთან დაკავშირებით, არ ესმით საერთოდ ურთიერთობა და ის, თუ რას ნიშნავს პარტნიორი და რას ნიშნავს ოკუპანტი, მტერი. ეს პრობლემები დღეს არ გაჩენილა - დღიდან ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლისა, ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებში.
თურქეთს, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოსთან ახლოს აქვს გაცილებით მძლავრი ტექნიკა ცეცხლის ჩაქრობის. თურქეთი იქნება, ბელორუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ ირანი, არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ეჭვმიტანილნი იმ ტყეების გადაწვაში. რუსეთი კი არის ამ ტყეების გადაწვაში ეჭვმიტანილი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ 2008 წელს რუსეთი ამ ტერიტორიას როგორ ბომბავდა. საზოგადოებას უნდა ვცეთ პატივი, ეს ტკივილი ცოცხალია და არ შეიძლება ამ ნოტებზე თამაში", განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.