ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ოთის მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ასპინძის გამგეობის ცნობით, სამუშაოების I ეტაპი 2 200 მეტრი გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.
„აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც გამოყოფილია 493.000 ლარი, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი" ახორციელებს.
სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და გარკვეულ ვადებში დასრულდება", აღნიშნულია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.