სოფელ შინდისში უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. 2008 წლის აგვისტოს გმირების მემორიალთან საზეიმოდ ფიცი 281 სამხედრო მოსამსახურემ დადო.
მათ კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული მსახური უსურვეს.
ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. ცენტრის საუკეთესო ინსტრუქტორს, კურსდამთავრებულებსა და საუკეთესო მსროლელს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო; გამოვლინდნენ ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულებიც.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
ინფორმაცია თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.