შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს ტეხასში ჩასვლას გეგმავს, რათა ადგილზე გაეცნოს გამანადგურებელი ტროპიკული შტრომის, „ჰარვის“ მიერ მიყენებულ ზარალს. მისი თეთრ სახლში შესვლის შემდეგ ეს პირველი ყველაზე დიდი ბუნებრივი უბედურებაა ამერიკისთვის.
ქარიშხალმა, რომელიც ნელა გადაადგილდება და რომელსაც თავსხმა წვიმა ახლავს თან, ტეხასში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია - დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, განხორციელდა მასობრივი ევაკუაცია და პარალიზებულია ჰიუსტონი, მოსახლეობის მხრივ აშშ-ის მეოთხე ყველაზე დიდი ქალაქი.

როგორც „როიტერსი“ წერს, სტიქიურმა უბედურებამ ასევე შეაჩერა ენერგო ბაზრების მუშაობა და წინასწარი გათვლებით ზარალი მილიარდობით დოლარია, ხოლო განადგურებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა სავარაუდოდ, ტრამპის ახლადანდელი 4-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც არ იქნება დასრულებული.
„ჩემი ადმინისტრაცია მჭიდრო კოორდინაციაშია შტატის და ადგილობრივ ხელისუფლებებთან ტეხასსა და ლუიზიანაში, და ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ვინც პირველი გამოეხმაურა [სტიქიას] და ყველა მათგანს, ვინც ჩართულია თავიანთი ძალისხმევების შესაბამისად“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს ორშაბათს, თეთრ სახლში.
ტრამპს სამშაბათ დილით კორპუს კრისტიში მოელიან, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც „ჰარვი“ პარასკევს ნაპირზე გადმოვიდა, როგორც ყველაზე მძლავრი ქარიშხალი, რომელიც კი ტეხასს ბოლო 50 წლის განმავლობაში დასტყდომია თავს.
თეთრი სახლის ცნობით, მოგვიანებით პრეზიდენტი ტეხასის დედაქალაქში, ოსტინში ჩავა, სადაც შტატის ოფიციალურ პირებს შეხვდება, მიიღებს ინფორმაციებს და საგანგებო ოპერაციების ცენტრს ესტუმრება.

ამინდის პროგნოზის სპეციალისტები ახლანდელ შტორმს გარკვეულწილად ქარიშხალ „კატრინას“ ადარებენ, რომელიც 2005 წელს ნიუ ორლეანს დაატყდა თავს და 1,800 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მაშინდელ ადმინისტრაციას და პრეზიდენტ ჯორჯ დაბლიუ ბუშს ბრალი დასდეს იმაში, რომ პასუხი დაგვიანებული და არაადეკვატური იყო და ამგვარმა კრიტიციზმმა დიდი დარტყმა მიაყენა ბუშის პრეზიდენტობას.
როგორც „როიტერსი“ სადაზღვევო კვლევის ჯგუფზე დაყრდნობით წერს, ქარიშხალ „ჰარვისაგან“ გამოწვეული წყალდიდობის ზარალი შესაძლოა უტოლდებოდეს „კატრინასაგან“ გამოწვეულ ზარალს - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი ბუნებრივ უბედურებებს შორის ამერიკის ისტორიაში.
ტეხასში, ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი, პოლიციის ოფიცრები, მაშველები და სამოქალაქო პირები, ვერტმფრენებით, ნავებით, მაღალ წყალზე გამავალი სატვირთო ავტომანქანებით არიან ჩართული წყალდიდობის ადგილებში გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გადასარჩენად. წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის გამო კი ქუჩებში წყალი მდინარეების მსგავსად მიედინება.
„ჰარვიმდე“, ბოლო ქარიშხალი, რომელსაც მე-4 კატეგორია მიენიჭა, 1961 წელს „კარლა“ იყო, რომელსაც ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა ახლდა თან და რომელმაც ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, 1,900 სახლი და დაახლოებით 1,000 ბიზნესი გაანადგურა.

ის, ვინც სტიქიამ ყველაზე ბოლოს იმსხვერპლა, მამაკაცია, რომელიც ორშაბათ ღამით, ჰიუსტონის დატბორილი ქუჩის გადაცურვის მცდელობისას დაიხრჩო.
წვიმის სახით ყველაზე მეტ ნალექს კვირის განმავლობაში ჰიუსტონის ზოგიერთ ნაწილში მოელიან და ეს ნალექი 127 სმ იქნება, რასაც ქალაქი ჩვეულებრივ, მთელი წლის განმავლობაში იღებს ხოლმე.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, წვიმა ზემო ტეხასის სანაპიროსა და სამხრეთ-დასავლეთ ლუიზიანაში გადაღებას არც სამშაბათს არ აპირებს. ტროპიკულ წვიმას „არაპროგნოზირებადს“ უწოდებს ალეკ კრაუტმანი, ამინდის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი.
ჰიუსტონში, სადაც 6.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სკოლები და ოფისები დაკეტილია და დროებით თავშესაფრებში სავარაუდოდ, 30,000 ადამიანის განთავსება გახდება საჭირო. ოსტინი 7, 000 ევაკუირებული ადამიანის დასაბინავებლად ემზადება.
ჰიუსტონის გარშემო ასეულობით გზა არის წყლისაგან ბლოკირებული. ქალაქის ორი მთავარი აეროპორტი დაკეტილია, რადგანაც უხვმა ნალექმა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები ტბორებად აქცია და მეოთხედ მილიონზე მეტი მობინადრე, სულ მცირე სამშაბათ დილამდე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მექსიკის ყურეში შეერთებული შტატების გადამამუშავებელი საწარმოების ნახევარზე მეტია თავმოყრილი. და მიწოდების რესურსების შემცირების გამო ბოლო ორ წელიწადში ბენზინის ფასებზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რადგანაც „ჰარვიმ“ მთელი შეერთებული შტატების გადამამუშავებელი საწარმოების დაახლოებით 13 პროცენტს მიაყენა დარტყმა. ეს მონაცემები კი კომპანიების მერ გავრცელებულ ცნობებს და „როიტერსის“ შეფასებებს ეფუძნება.

წყალდიდობებმა შესაძლოა 20 მილიარდი აშშ დოლარის დაზღვეული ქონება გაანადგუროს, რაც „უოლ სტრიტის“ ანალიტიკოსების განცხადებით, აღნიშნულ ქარიშხალს აშშ-ის სადაზღვევო კომპანიების ისტორიაში ყველაზე უფრო ხარჯიანად აქცევს.
მდინარე ბრაზოსში, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი (1,530კმ) მდინარე ქვეყანაში, ჰიუსტონის სამხრეთ-დასავლეთიდან დაახლოებით 49 კმ-ზე, წყლის დონის რეკორდულ მაჩვენებელზე გადაცდომაა ნაპროგნოზირები, რამაც აიძულა ხელისუფლება ფორტ ბენდის ოლქიდან დაახლოებით 50,000 ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.