ჰიუსტონთან მდებარე მთავარ კაშხალში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა და წყალმა რეზერვუარიდან გადმოსვლა დაიწყო
29-08-2017, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰიუსტონის სიახლოვეს მდებარე მთავარი კაშხლიდან წყალმა გადმოსვლა დაიწყო, რადგან შტორმ „ჰარვის“ თანმხლებმა კოკისპირულმა წვიმამ რეზერვუარი სწრაფად აავსო. ინფორმაციას BBC ტეხასის ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ინჟინრები ცდილობენ დაიცვან დამბის სიახლოვეს მცხოვრებნი დატბორვისაგან, რომელიც ადიკსის კაშხლიდან წყლის ნაწილის გამოშვების შემდეგ შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ წყალდიდობის კონტროლის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ ლინდერმა განაცხადა, რომ წყლის დონემ რეზერვუარის კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა, რაც გარდაუვალს ხდის იქედან წყლის გამოშვების აუცილებლობას.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გაემგზავრა ტეხასში, რათა ადგილზე გაეცნოს გამანადგურებელი ტროპიკული შტრომის, „ჰარვის“ მიერ მიყენებულ ზარალს. მისი თეთრ სახლში შესვლის შემდეგ ეს პირველი ყველაზე დიდი ბუნებრივი უბედურებაა ამერიკისთვის.

 


ქარიშხალმა, რომელიც ნელა გადაადგილდება და რომელსაც თავსხმა წვიმა ახლავს თან, ტეხასში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია - დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, განხორციელდა მასობრივი ევაკუაცია და პარალიზებულია ჰიუსტონი, მოსახლეობის მხრივ აშშ-ის მეოთხე ყველაზე დიდი ქალაქი.

 

 

როგორც „როიტერსი“ წერს, სტიქიურმა უბედურებამ ასევე შეაჩერა ენერგო ბაზრების მუშაობა და წინასწარი გათვლებით ზარალი მილიარდობით დოლარია, ხოლო განადგურებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა სავარაუდოდ, ტრამპის ახლადანდელი 4-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც არ იქნება დასრულებული.

 


„ჩემი ადმინისტრაცია მჭიდრო კოორდინაციაშია შტატის და ადგილობრივ ხელისუფლებებთან ტეხასსა და ლუიზიანაში, და ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ვინც პირველი გამოეხმაურა [სტიქიას] და ყველა მათგანს, ვინც ჩართულია თავიანთი ძალისხმევების შესაბამისად“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს ორშაბათს, თეთრ სახლში.

 


ტრამპს სამშაბათ დილით კორპუს კრისტიში მოელიან, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც „ჰარვი“ პარასკევს ნაპირზე გადმოვიდა, როგორც ყველაზე მძლავრი ქარიშხალი, რომელიც კი ტეხასს ბოლო 50 წლის განმავლობაში დასტყდომია თავს.

 


თეთრი სახლის ცნობით, მოგვიანებით პრეზიდენტი ტეხასის დედაქალაქში, ოსტინში ჩავა, სადაც შტატის ოფიციალურ პირებს შეხვდება, მიიღებს ინფორმაციებს და საგანგებო ოპერაციების ცენტრს ესტუმრება.

 

 

უფრო დეტალურად იხილეთ GUARDIAN.GE-ს ბმულზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი