თეა წულუკიანი: უმჯობესი იქნება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ის ყოფილი მინისტრები დაიბაროს პარტიის ოფისში, რომლებმაც დაკარგეს ტერიტორიები 2008 წელს
29-08-2017, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მიერ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, პარლამენტში მთავრობის წევრების, მათ შორის, საგარეო უწყების პირველი პირის დაბარებას ეხმაურება.

 

 

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ საკითხზე მთავრობის წევრების დაბარება საჭირო არ არის.

 


„ალბათ, უმჯობესი იქნება „ნაციონალურმა მოძრაობამ“  თავისი ის ყოფილი მინისტრები დაიბაროს პარტიის ოფისში და მოკითხოს პასუხი და უმაღლესი ხელისუფლების პირები, რომლებმაც დაკარგეს ტერიტორიები სწორედ იმ ავბედითი ომის დროს, 2008 წელს. ამ მთავრობამ მოახერხა ის, რომ არ არის ადამიანური დანაკლისი, რომ იქ სოფლებს საფრთხე რაც ემუქრებოდა, იქნა თავიდან აცილებული. ეს არის სწორედ ამ მთავრობის, პრემიერმინისტრის და თითოეული მაშველის დამსახურება. თუკი ეს არ მოსწონს ოპოზიციას, ეს მათი პრობლემაა. მეც არ მომწონს ის, ისევე, როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ სწორედ მათ, ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ,“ განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მიერ მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარებამდე, საგარეო უწყებამ ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ნოტის გაგზავნის შესახებ განცხადება გაავრცელა.

 

 

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა, როგორც გაეროს, ასევე ევროკავშირის, ნატოს და პარტნიორებისადმი. ასევე, მოხდა მოძიება ყველა ტექნიკის, რომლის გამოყენებაც შესაძლებელს გახდიდა შესაბამის მოცემულობაში შესაბამის ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, შედგა სატელეფონო საუბარი პრემიერის სპეცწარმომადგენელს, აბაშიძესა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისე, იგივე ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა, მოგვიანებით ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა პრემიერის სპეცწარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეოს პრესსპიკერის მიერ,“ აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი