გიორგი მღებრიშვილი: გამოვიძახეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც დაიწყებს გზების გაჭრას, რომ აბასთუმნის ტყეში შესაძლებელი გახდეს სახანძრო მანქანების ცეცხლის კერებამდე მისვლა
29-08-2017, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთვება.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძახებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც მიუვალ ადგილებში ხანძრის კერებთან მისასვლელ გზებს გაჭრის.

 

 

„ახალი ცეცხლის კერა არის აბასთუმნის თავზე, მაგრამ დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის. მიუვალი ტყე არის - ეს მოგეხსენებათ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიაა. გზები პრაქტიკულად იქ არ არის. ჩვენ ახლა გამოვიძახეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც უახლოეს საათებში უკვე ადგილზე იქნება და დაიწყებს მუშაობას  - გზების გაჭრას დაიწყებს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სახანძრო მანქანების ცეცხლის კერებამდე მისვლა. ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა. ავიაცია ჯერ კიდევ მუშაობს. ჩვენ დავიტანეთ კოორდინატები რუკაზე და რუკის მიხედვით, ჩვენ ვკარნახობთ დაბლიდან ვერტმფრენს თუ სად უნდა დაასხას წყალი, სად არის მაქსიმალურად დაკვამლიანება და ღია კერები. შეუძლებელია ფართობის ცალსახად თქმა, თუ რამდენ ჰა-ზეა საუბარი“, აცხადებს შს მინისტრი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი