ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მისი რაკეტის იაპონიის თავზე გაშვება წყნარ ოკეანეში სამხედრო ოპერაციების „პირველი ნაბიჯი“ იყო და უფრო მეტი სარაკეტო გაშვებების შესახებ მიანიშნა.
როგორც BBC იუწყება, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ასევე გაიმეორა შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ტერიტორიის, გუამის საფრთხეების შესახებაც, რომელსაც მან „დაპყრობის მეწინავე ბაზა“ უწოდა.
გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელიც სამშაბათს საგანგებოდ შეიკრიბა, ერთსულოვნად დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედებები და მას „აღმაშფოთებელი“ უწოდა.
როგორც BBC იუწყება, მაშინ როცა უშიშროების საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმის ქმედებები გაერო-ს ყველა წევრის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს, საბჭო ფხენიანს ახალი სანქციების დაწესებით არ დამუქრებია.
სამშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი სარაკეტო გამოცდები „უპატივცემულობის“ სიგნალებია მისი მეზობლებისა და გაეროსადმი.
მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა მხოლოდ მის იზოლაციას გაზრდის და დასძინა, რომ მაგიდაზე „ყველა არჩევანი“ დევს.
ჩრდილოეთ კორეიდან კორეული დროით სამშაბათს, გამთენიისას გაშვებულმა რაკეტამ იაპონიის ჰოკაიდოს კუნძულზე გადაიფრინა, სანამ ნამსხვრევებად იქცეოდა და წყანრის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩავარდებოდა. აღნიშნულს იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ „უპრეცედენტო“ საფრთხე უწოდა მისი ქვეყნისათვის.
ფხენიანი აცხადებს, რომ მის პროვოცირებას აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნები ახდენს, რაც ჩრდილეოთ კორეის თქმით, ქვეყნის დაპყრობის რეპეტიციაა.
რუსეთი და ჩინეთიც ასევე აცხადებენ, რომ ბოლოდროინდელი დაძაბულობის წყაროს წვრთნები წარმოადგენს.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვამდე გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ რაკეტის გაშვებამ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა.
მან მოუწოდა ფხენიანს შეასრულოს მისი საეთაშორისო ვალდებულებები.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიომ „ჩრდილოეთ კორეის ბოლო გზავნილი ხმამაღლა და მკაფიოდ მიიღო“.
„რეჟიმმა მიანიშნა თავის უპატივცემულობაზე მისი მეზობლების მიმართ, გაეროს ყველა წევრის მიმართ და მისაღები საერთაშორისო ქცევის მინიმალური სტანდარტი აჩვენა.
„საფრთხის შემცველი და მადესტაბილიზირებელი ქმედებები მხოლოდ გაზრდის ჩრდილოეთ კორეის იზოლაციას რეგიონში და მსოფლიოს ყველა სხვა სახელმწიფოს შორის. მაგიდაზე ყველა არჩევანი დევს“, ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
აგვისტოს დასწაყისში ტრამპი ჩრდილოეთ კორეაზე „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანით, ფხენიანი კი აშშ-ის წყნარ ოკეანეში მდებარე აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვებით დაიმუქრა, თუმცა კიმ ჩენ ინმა მოგვიანებით გეგმა გადადო.
ორი ადრინდელი შემთხვევისას, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე რაკეტები 1998 წელს და 2009 წელს გაუშვა.
სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ რაკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით, ადგილობრივი დროით, 06:00 საათამდე, ჩრდილოეთის დედაქალაქ ფხენიანის სიახლოვიდან იქნა გაშვებული, რაც იშვიათობაა.
რაკეტის გაშვების ადრინდელი ანალიზის მიხედვით, რაკეტამ 2,700კმ-ზე მეტი მანძილი იფრინა;
მიაღწია მაქსიმუმ 550კმ სიმაღლეს, უფრო დაბალ ნიშნულს, ვიდრე წინა ჩრდილო კორეულმა რაკეტებმა მიაღწიეს;
ჩავარდა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, იაპონიის სანაპიროდან 1, 180კმ-ის მოშორებით, მას შემდეგ რაც სამ ნაწილად დაიმსხვრა.
იაპონელების მხრიდან რაკეტის ჩამოგდების ძალისხმევა არ ყოფილა გამოხატული, მაგრამ მან უსაფრთხოების გაფრთხილება გამოსცა და ჰოკაიდოში თავის მოქალაქეებს მოუწოდა თავშესაფრებში, „მტკიცე შენობებსა ან სარდაფებში“ შესულიყვნენ.
ჰოკაიდოში ამჟამად ამერიკული და იაპონური ძალლები სამხედრო წვრთნებს გადიან.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა რაკეტის გაშვების საპასუხოდ „აურაცხელი“ სამხედრო ძალების ჩვენების განკარგულება გამოსცა. ოთხი სამხრეთ კორეული საბრძოლო თვითმფრინავი ჩაერთო სამშაბათს, დაბომბვების წვრთნებში.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა აბემ განაცხადა, რომ იგი ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ორივე შეთანხმდა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაზრდის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.