შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძრის კერებთან სპეცტექნიკამ მისვლა შეძლოს, 4-დან 5 კმ-მდე გზა გაიჭრა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის პროცესი.
„ცოცხალი ძალა რჩებოდა ადგილზე. დღეს, დილიდან უკვე დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი. პლუს ამას, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გაიჭრა 4-დან 5 კმ-მდე ახალი გზა ტყეში იმისთვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და ადგილამდე მივიდეს ხანძრის კერებთან. ასევე მოწყობილი იქნა ხელოვნურად ავზები იმისთვის, რომ ავიაციამ მოახერხოს და აიღოს წყალი. ცოცხალი ძალა, როგორც გითხარით, მობილიზებულია - 1000-კაცამდე უკვვე ტყეში არიან", განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დასახმარებლად, უკრაინა საქართველოში თვითმფრინავს აგზავნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.