საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად თურქმენეთს ეწვია
30-08-2017, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ვიზიტად თურქმენეთს ეწვია.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური 30 აგვისტოს თურქმენეთის პრეზიდენტს, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან.

 


პრემიერ მინისტრი პატივს მიაგებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს ოლიმპიურ სოფელს.

 


საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე იმყოფებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი