წყლის ქვეშ მოქცეულ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რათა ყაჩაღობა და მაროდიორობა აღიკვეთოს
30-08-2017, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქარიშხალ „ჰარვისაგან“ წყლის ქვეშ მოქცეულ შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომლის მიზანიცაა ღამის საათებში ყაჩაღობისა და მაროდიორობის შეჩერება.

 


ტროპიკულმა ქარიშხალმა, რომელსაც თან კოკისპირული წვიმა ახლავს, ქალაქის დიდი ნაწილი წყლის ქვეშ მოაქცია, გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და ბოლო მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


ჰიუსტონის მერმა, სილვესტერ ტერნერმა, განაცხადა, რომ კომენდანტის საათის დაწესება საჭირო იყო იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ მაროდიორობას, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ამერიკის მეოთხე ყველაზე დიდ ქალაქში.

 


სამშაბათს ტეხასში პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდა, რათა დაეთვალიერებინა სტიქიის ადგილები და ადგილზე გაცნობოდა ზარალს, რომელიც „ჰარვიმ“ მოიტანა - ქარიშხალმა, რომელსაც პრეზიდენტმა „უჩვეულო“ უწოდა.

 

 

 


როგორც BBC იუწყება, კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 00:00-05:00 საათებში, განუსაზღვრელ პერიოდში იმოქმედებს. ის არ გავრცელდება მოხალისეებზე და მათზე, ვინც სამუშაოზე მიდის ან სამუშაოდან ბრუნდება.

 


ქალაქის მერმა თქვა, რომ კომენდანტის საათი ევაკუირებული ადამიანების სახლების გაძარცვის საწინააღმდეგოდ და „პოტენციური დანაშაულის აქტებისაგან დაცვისათვის“ დაწესდა.

 


ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანებზე შეიარაღებულ ყაჩაღობებს და მაროდიორობის ფაქტებს იმ პირთა მხრიდან, რომლებიც პოლიციის სახელით მოქმედებდნენ.

 


ძლიერი წყალდიდობის გამო, ჰიუსტონში ათასობით ადამიანმა მიატოვა თავიანთი სახლები და ისინი ახლა დროებით თავშესაფრებში არიან განთავსებულნი.

 


წყალდიდობის ზონებში უკვე 13,000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათ დილით შტორმისაგან განადგურებულ ტეხასში, მეუღლესთან ერთად ჩავიდა.

 


თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა ჰაკაბი სანდერსმა, რომელმაც ტრამპთან ერთად იმგზავრა, რეპორტიორებს უთხრა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მთავრობის დონეებს შორის კოორდინაციაზე.

 


„პრეზიდენტს სურს, რომ იყოს ძალზე დარწმუნებული, რომ რაიმე აქტივობა არ შეაფერხებს აღდგენის ძალისხმევებს, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, განაცხადა მან ბორტ ნომერ 1-ზე, სანამ ის მზიან კორპუს კრისტიში დაეშვებოდა, როგორც ამას „ასოშიეითედ პრესი“ იტყობინება.

 


ტრამპს, რომელიც პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან და მისი კაბინეტის წევრებთან ერთად ჩავიდა სტიქიის ზონაში, აეროპორტში ტეხასის გუბერნატორი გრეგ აბოტი დახვდა. აეროპორტის სიახლოვეს, გზებზე გამოსული იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც ამერიკის დროშები ეკავათ და ისინი ესკორტის ჩავლისას დროშების ქნევით ესალმებოდნენ პრეზიდენტს.

 


„ეს შტორმი, ეს უჩვეულოა, რაც მოხდა. მაგრამ, იცით რა? ის მოხდა ტეხასში და ტეხასს და ტეხასელებს შეუძლიათ ყველაფერს გაუმკლავდნენ“, განაცხადა ტრამპმა ტეხასში ჩასვლის შემდეგ.

 


ტრამპი ჰიუსტონში არ ჩავა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ უნდა, თავისმა ვიზიტმა საგანგებო სამსახურების საქმიანობაში წყვეტა შეიტანოს.

 

 

 


ტეხასში წვიმის სახით ნალექის მოსვლამ კონტინენტურ ამერიკაში ახალი რეკორდი დაამყარა, განაცხადა ამინდის ეროვნულმა სამსახურმა სამშაბათს. პარასკევის შემდეგ, შტატში, კედარ ბაიუში, 132 სმ ნალექი მოვიდა წვიმის სახით.

 

 

როგორ ვითარდება სხვა მოვლენები:

 

 

ჰიუსტონის პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამსახურში მიმავალი წყალდიდობის ზონაში მოექცა და გამოსვლა ვერ მოახერხა.

 

 

ჰარისის ოლქის, სადაც 4.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თითქმის მესამედი, წყლის ქვეშაა მოქცეული - ადგილი, რომელიც 15-ჯერ მეტი ზომისაა მანჰეტენზე.

 

 

ჰარისის ოლქის იფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 3,000 სახლი დაიტბორა ადიკსის და ბარკერის კაშხლებიდან წყლის გადმოსვლის შედეგად.

 

 

ბრაზორის ოლქში, ჰიუსტონის სამხრეთით, წყალმა კოლუმბიის ტბის ჯებირი გაანგრია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია გამოაცხადა.

 

 

კროსბის ქიმიური ქარხნიდან 2.4კმ-ის რადიუსში, ქარხნის აფეთქების და ხანძრის გაჩენის საფრთხიდან გამომდინარე, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი