გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს რუსეთისთვის, აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თხოვნით, არ მიუმართავს
30-08-2017, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თხოვნით, საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს.

 

 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას უკრაინის თვითმფრინავი АН-32П მიიღებს.

 

 

როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე საათში იქნება.

 

 

მისივე თქმით, საქართველომ მიმართა ასევე სხვა ქვეყნებსაც.

 

 

„სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, მიმართვა გაგზავნილი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ პასუხს დღის მეორე ნახევარში გეტყვით. ამ დროისთვის გვეცოდინება, რა ძალები იქნება მობილიზებული ავიაციის თვალსაზრისით, თორემ ცოცხალი ძალა არ გვჭირდება, საკმარისი რაოდენობა ვართ ადგილზე“, განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი