ზაალ უდუმაშვილი: „ამ ქალაქში ნარმანიას და კალაძის მმართველობის ადგილი არ არის... 235 მილიონი ლარი დახარჯეს საკუთარ კეთილდღეობაზე თბილისის მაღალჩინოსნებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში“
30-08-2017, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მერიაში არსებული „მახინჯი ბიუროკრატიული სისტემის" წყალობით, „წურბელებივით აზის თბილისელებს".

 

 

როგორც უდუმაშვილმა თბილისის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა, „საკუთარი კეთილდღეობისთვის", ბოლო სამი წლის განმავლობაში, 235 მილიონი ლარი დახარჯეს.

 

 

მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან, 137 მილიონი ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზე დაიხარჯა.

 

 

„ახლა მე ვდგევარ თბილისის, ჩვენი მაჟორიტარების გუნდთან ერთად. იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც, მე ვაპირებ თბილისისთვის ბრძოლას და ამ არჩევნებში გამარჯვებას. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავისტუმროთ ქალაქიდან „ქართული ოცნება" და დავამსხვრიოთ ის მახინჯი ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც აი, ამ შენობაში არის გამეფებული. ეს ხალხი მართლაც წურბელებივით აზის თბილისელებს და მათი მთავარი ამოცანა არის არა თბილისელებზე ზრუნვა, არამედ ის, თუ რაც შეიძლება მეტი წაგლიჯონ და წაღლიტონ თბილისელებს საკუთარი კეთილდღეობისათვის. ციფრები არის შოკისმომგვრელი მართლაც. მხოლოდ სკუთარ თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 235 მილიონი ლარი დახარჯეს. აქედან 137 მილიონი დახარჯულია ხელფასებზე, დანამატებზე და პრემიებზე. მადა თბილისის მერიაში მართლა ძალიან კარგი აქვთ. ერთ მილიონზე მეტი შეჭამეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - რესტორნებსა და ფურშეტებზე დახარჯულია მილიონზე მეტი. ეს იმ ფონზე, როდესაც 7 000 თბილისელს მოუხსნეს სოციალური დახმარება და ბოლო ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს და 40 000-მდე თბილისელი ყოვედღიურად ჩაწერილია უფასო სასადილოებში", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, რომლის თქმითაც, თბილისის მერიის 300-ზე მეტი ავტომანქანის საერთო ღირებულება, რომელიც დედაქალაქის მთავრობის მაღალჩინოსნებს ემსახურება, 5 მილიონზე მეტია.

 

 

„სხვა საკითხია კიდევ ის ავტომანქანები, რომლებიც თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ემსახურება. 300-ზე მეტი ავტომანქანა ჰყავს მერიას, რომელთა საერთო ღირებულებაც 5 მილიონზე მეტს წარმოადგენს. დამისახელეთ ევროპაში ყველაზე დიდი  ქალაქი, სადაც მერიის მაღალჩინოსნებს ამ ავტომობილების ნახევარი მაინც ემსახურება და თბილისის მერიის ავტოპარკის შენახვა ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონზე მეტი დაჯდა. სწორედ, ამაზე ვსაუბრობ, როდესაც ვიძახი, რომ ბიუროკრატიული აპარატის შემცირებით, ჩვენ 100 მილიონზე მეტს დავზოგავთ წელიწადში და ეს თანხები მთლიანად მოხმარდება სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს. თბილისელების ფული ოქტომბრიდან დაიხარჯება მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე. ამ ქალაქში ნარმანიას და კალაძის მმართველობის ადგილი არ არის", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2  ზიზი
      
შენ რა გალაპარაკებს, ნაციონალების დროს ნაკლები იხარჯებოდა???

არ გრცხვენია, რომ გაფუჩდები ვერ ხვდები??? დიქტორად მაინც გიცნობდა ხალხი და ახლა არაკაცად დარჩები მის მეხსიერებაში, რისი გულისთვის იჭრი თავს? რას შეგპირდნენ? ღირს ამ თანხად?
31 აგვისტო 2017 08:44
#1   ელგა
      
ქალაქს უნდა პატიოსანი, ენერგიული,ჭკვიანი ერთგული პატრიოტი მერი ისეთი როგორიც ზაალია....მაგრამ როცა მტრის მიერ დასმულ ბანდას ვებრძვით არჩევნებით გვავიწყდება მათ ირჩევს რუსეთი ....უბრძოლველად არჩევნებს ვერ მოვიგებთ...ილუზიაა
31 აგვისტო 2017 01:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი