დუშეთის მუნიციპალიტეტში, ი.ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში ინტერნაციონალური „ხელოვნების ბანაკი" გაიხსნა.
დუშეთის გამგეობის ცნობით, შვეიცარიიდან და გერმანიიდან მოწვეულმა პედაგოგებმა ქართველ ხელოვანებთან ერთად, ჩაატარეს მასტერკლასები ოთხი მიმართულებით: მოძრაობის, რითმიკის, პაპმაშესა და (ქაღალდისა და წებოს მეშვეობით ფიგურების დამზადება) ფოტოგრაფიაში. აქტივობაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოზარდები ჩაერთნენ.
ფესტივალის გახსნას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, პროექტის დირექტორი თამარ ბულია, პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი მაია კობერიძე და უცხოეთიადან მოწვეული პედაგოგები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.