საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, აკჯა ნურბერდიევას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას შეეხო.
ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ორმხრივი კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ჩვენ მადლიერნი ვართ თურქმენეთის პოზიციისთვის.
საერთაშორისო ფორმატებში და ჩვენი მხრიდან ყოველთვის მხარს ვუჭერთ თქვენს ინიციატივებს. პარლამენტთაშორისი ფორმატი, ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა, ჩვენს ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ჩვენ ვადასტურებთ სურვილს, განვავითაროთ საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები დიდ სტიმულს მისცემს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე - ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის განვითარებას.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას თურქმენეთის მეჯლისში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.