აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება, რისთვისაც საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მადლობას უხდის.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცეცხლის კერა აბასთუმანში არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო ბორჯომის ხეობაში და ხანძრის ლიკვიდაციისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.
„გუშინ საღამოს დამირეკა პრეზიდენტმა პოროშენკომ და შემოგვთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა. როგორც ვიცი, თვითმფრინავი გზაშია და სულ ახლო მომავალში შემოვა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, დაგვეხმარება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არამარტო ამ დახმარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ მათი ავიაცია. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების კუთხით", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.