სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ა.ა.ი.პ. საცხენოსნო კლუბის ორგანიზებით ილორის იპოდრომზე გამართული შეჯიბრი დასრულდა.
სამტრედიის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეჯიბრი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში ცხენბურთში, ისინდსა და დოღში ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას საქართველოში არსებული საცხენოსნო კლუბები ღებულობდნენ.
„ფინალურ შეხვედრაში ისინდში, ცხენბურთში და გუნდურ პირველობაში გამარჯვება აბაშისა და ეწერის მხედრებმა მოიპოვეს, ხოლო დოღში 6 კილომეტრიან დისტანციაზე, სამტრედიელმა მხედარმა, ვარდენ კიკაჩეიშვილმა გაიმარჯვა.
გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით დააჯილდოეს", აღნიშნულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.