შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მინისტრის თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„რელიეფი არის ძალიან რთული, მიუხედავად ამისა, დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ძალიან ნაკლებია, არ არსებობს შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ზოგადად ცეცხლის გადადების საკითხს, რომ სხვა ფართობებსაც მოედოს, ჩვენ მაქსიმალურად გვიჭირავს სიტუაცია და ვაკონტროლებთ ასე ვთქვათ სიტუაციას. ფართობი დაითვლება მას შემდეგ, როდესაც მოხდება სრული ლიკვიდაცია. ძალიან ძნელია ახლა ამის თქმა იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ხანძრის დროს ხდება დაკვამლიანება ტერიტორიის ძალიან ძლიერი, შეიძლება ხანძარი იყოს სულ რაღაც 100 კვ. მეტრზე, მაგრამ დაკვამლიანება იყოს ჰექტრობით. ასე რომ, დაველოდოთ სრულ ლიკვიდაციას", განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.