ხონის მუნიციპალიტეტში მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო და პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.
„მონიტორინგის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. ღონისძიებების ჩატარებისთვის პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული.
ჩატარდა აქტიური საინფორმაციო კამპანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისთვის. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება", აღნიშნულია ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოებს დღეს, მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარული განყოფილებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.