შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრებთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.
როგორც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცემა.
„გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ ხანძრები ხელოვნურად შეიძლება იყოს გაჩენილი. შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს - მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ და ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავემთ", განაცხადა შს მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.